|
2020-07-09 13:18:57, 1642 ნახვა
სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო სისტემა ჩაკეტილია გამოცდილი კადრებისთვის და ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოში არსებულ ნეპოტიზმის ნიშნებზე საუბრობს. მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჩაკეტილია გამოცდილი კადრებისთვის და ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის. „სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის. გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ძალაუფლება დგას არა მხოლოდ უშუალოდ ე.წ. კლანის მოსამართლეებზე, არამედ სასამართლო სისტემის იმ მოხელეებზეც, რომლებიც მათი ნათესავები, მეგობრები ან სხვაგვარად დაკავშირებული პირები არიან. ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს. გარდა ამისა, ასეთი მიდგომა მთლიანად სასამართლო სისტემის მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახება. საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობაზე მიუთითებს ჩემ მიერ შესწავლილი შემთხვევები. ის მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტებისა, რომელიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანიშნებს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)