|
2020-07-09 12:57:40, 1615 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ვახტანგ ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია, ორივე ჩვენებაში ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი აცხადებს, რომ ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. მისივე თქმით, ახვლედიანი ორივე ჩვენებაში ამბობსმ, რომ მას მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ. „ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველი ჩვენების გაგრძელებაა მეორე ჩვენება. პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ვამბობთ, რომ მას მისდევდნენ საცემად“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა. ვახო ახვლედიანი პირველ ჩვენებაშიც, რომელიც თხრობით ფორმაში აქვს მიცემული და მეორეშიც, სადაც გამოძიების კითხვებს პასუხობს, მკაფიოდ ამბობს, რომ მაგისტრალზე საცემად მისდევდნენ. მეორე ჩვენებაში გამომძიებელი ეკითხება ახვლედიანს, იყო თუ არა მასზე მუქარა, სადაც ახვლედიანი ამბობს, რომ მუქარა არ ყოფილა, მაგრამ საცემად მისდევდნენ, რაც ემთხვევა პირველ ჩვენებას“, - განაცხადა მზია ქასრაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)