|
2020-07-07 15:24:41, 2216 ნახვა
სამართალი
ბორცვაძე - ტყუილია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად - ეს გამოძიებით დადასტურებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ტყუილია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო გიორგობიანმა „შკოდას“ მარკის ავტომანქანა გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. „ტყუილია, რომ ნინო გიორგობიანმა გელაშვილი „შკოდას“ ფირმის ავტომანქანით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად - ეს გამოძიებით დადასტურებულია და აქ კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. რაც შეეხება ნინო გიორგობიანის კომუნიკაციას ბრეგვაძესთან და მის ოჯახთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც შემთხვევის დღეს, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა და არც შემდგომ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნინო გიორგობიანს ოჯახთან და იაკობ ბრეგვაძესთნ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და მას მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)