|
2020-07-07 15:22:23, 2305 ნახვა
სამართალი
ბორცვაძე - იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პატაკთან დაკავშირებით, პოლიციელმა იმოქმედა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატის შესახებ პოლიციელის პატაკთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა. მისი თქმით, ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა, იცის, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორ უნდა ჩაატაროს ისე საგამოძიებო მოქმედება , რომ ნივთმტკიცება არ განადგურდეს. „ეს არის ვარაუდი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, გამომძიებელი, ვარაუდობს, რომ, თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებას, შეიძლება ის ნივთიერი მტკიცებულება განადგურდეს. გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ის ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ მნიშვნელოვანი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)