|
2020-07-01 20:35:36, 3980 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
მიმდინარე წლის 1 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს. „დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და განახლებულ პროგრამებს გავაცნობთ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ. პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისება, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებული პროექტები და ქვეყნის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია გააცნო. აღნიშნული ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება ყველა კერძო სექტორთან, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)