|
2020-06-29 18:52:16, 2356 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული დ.ნ. განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, თელავში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1991 წელს დაბადებულ ა.მ.-ს და 1990 წელს დაბადებულ შ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ა.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ.მ. გადაყვანილია საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის კვალიფიკაციით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)