|
2020-06-28 17:44:44, 2222 ნახვა
სამართალი
მორაგბეების ადვოკატი - სამარცხვინოა მსგავსი მოსამართლის ყურება, ჩვენ სარჩელს სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ
"სამარცხვინოა მსგავსი მოსამართლის ყურება, ჩვენ სარჩელს სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ" , - ამის შედახებ მორაგბეების ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსამართლე საზოგადოების და პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. "ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, მოსამართლეს ხმა უკანკალებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს იმას, რომ მასზე შესაძლოა განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვგვარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და კვლავ ჩვენ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი. ქართველ სპორტსმენებს, უდანაშაულო ადამიანებს უწევთ იმის მტკიცება, რომ მათ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს. მათ შორის ვაპირებთ განაჩენის გასაჩიბრენას სტრასბურგში, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს და არა როგორც ამ შემთხვევაში, ჩვენი შიდა სასამართლოები. მე არ მაქვს იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სხვა ინსტაციები შეცვლიან. სამწუხაროდ დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩანს, რომ სასამართლო საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მოექცა პროკურატურის გავლენის ქვეშ და სამარცხვინოა ასეთი მოსამართლეების ყურება, სამარცხვინოა ის, რომ ახალგაზრდა სპორტსმენ, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრად, თურმე იმის გამო რომ ვინმე არ იფიქროს თუ როგორ იმოქმედოს მოსამართლემ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ და იმედი მაქვს შედეგზეც გავალთ", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17-ვე ბრალდებულს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)