|
2020-06-25 13:58:27, 2339 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: სასურსათო პროდუქციის ვაჭრობის სფეროში, ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება, ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ
სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნესთან შეთანხმების შედეგად მივიღეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ბიზნესი წლების განმავლობაში ითხოვდა, მათ შორის, იყვნენ სუპერმარკეტების, საცალო ქსელისა და კვების ობიექტები. „ეს მოთხოვნები ბიზნესიდან მოდიოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევჯერდით და დღეიდან ამ ინიციატივით წარვდექით საზოგადოების წინაშე. საგადასახადო ადმინისტრირებაში შესული ცვლილებებით, 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა ბიზნესს ყოველგვარი საფასურის გარეშე შეეძლება. აქამდე, დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის თაობაზე განცხადების განხილვა ფასიანი იყო და შეადგენდა 20 ლარს თითოეულ მიმართვაზე, რის გამოც რიგ შემთხვევაში, ბიზნესს არ უღირდა მომართვა. ერთ პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა ასეთი საქონელი, თეორიულად შეიძლება 600 ლარი გადაეხადა და ჯამში, შესაძლოა, ამ მოცულობის ჩამოსაწერი თანხა არ ჰქონოდა. ასევე, კვების ობიექტებს, ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ ვენდობით და თუკი მანამდე მათ უნდა შეენახათ გაფუჭებული სურსათი, ახლა ადმინისტრირების გამარტივების შედეგად მათ შეუძლიათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩამოწერონ აღნიშნული საქონელი. ასევე, ბიზნეს სუბიექტებს, ვისაც აქვთ ბუნებრივი დანაკარგები - ეს ეხება სუპერმარკეტებს, მათაც, ვისაც მოწესრიგებული აქვთ აღრიცხვა, ვენდობით და ვაძლევთ შესაძლებლობას, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)