08:53 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 12:08:43, 2079 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის ონლაინ-სარეკლამო კამპანია ლატვიაში დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები" - ამ სახელწოდების  ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. 

ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში (LTV Group, TV 360, Helio TV) ტრიალებს ვიდეო-რგოლი, ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram,  Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, სარეკლამო ინფორმაცია განთავსდა ვებ-გვერდებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.

ზემოთ აღნიშნული აქტიობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია "TRIBE INTERNATIONAL" ორგანიზებით ხორციელდება.

ბალტიისპირეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული,  ზრდა 7%-ს აღწევს.

მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის  სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics