|
2020-06-18 16:02:51, 2854 ნახვა
სამართალი
მამაკაცს, რომელიც 15 წლის გოგონას უთვალთვალებდა და ემუქრებოდა, ბრალი ორი მუხლით წარედგინა
პირს, რომელიც 15 წლის თინი ჭუმბურიძეს უთვალთვალებდა და ემუქრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ორი მუხლით წარუდგინა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. "2020 წლის 7 ივნისს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). 15 წლის თინი ჭუმბურიძის მამამ ფინანსისტმა ვახო ჭუმბურიძემ, ვრცელი სტატუსი დაწერა, სადაც სრულწლოვანი ახალზარდის მიერ, შვილის ადევნების და მორალური ტერორის შესახებ ისაუბრა. "რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს, ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის", - დაწერა ვახო ჭუმბურიძემ. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე პროკურატურას გადაეცა. დღეს კი პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მსჯელობაზე მიმართავს.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)