09:48 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 12:31:17, 1750 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ისრაელის ტურიზმის მინისტრთან იმედი გამოთქვით, რომ შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე

„კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ონლაინ შეხვედრა გამართა ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან.

მინისტრებმა განიხილეს ისრაელში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეაფასეს ის პერსპექტივები, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით.

„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც იჩენს დიდ სიფრთხილეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics