|
2020-06-17 18:46:33, 1930 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველოში ძალიან ბევრი, კარგი გამოგონება იქმნება, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ გლობალური ბაზრისთვის
„კოვიდ 19“, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, თუმცა, ეს გამოწვევა ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ჩვენ ამ იდეებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ სტარტაპერებთან შეხვედრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი საინტერესო გამოგონება შეიქმნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის არის როგორც სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, იზოლაციის პირობებში ადამიანების ყოფის გაუმჯობესებისკენ და მეტი კომფორტის შეთავაზებისკენ მიმართული გამოგონებები, ასევე ისეთი სხვადასხვა გამოწვევის ზემოქმედების შერბილებისკენ მიმართული სტარტაპები, როგორიც არის რიგების პრობლემა, უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვის თემა და ა.შ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინოვაციები ტურიზმში, რადგან ტურისტული ინდუსტრიაც აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო აქამდე - ძალიან ბევრი ახალი განვითარებაა და ამას ეხმარებიან ჩვენი სტარტაპები. არის სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად გლობალური ბაზრისთვის. გვაქვს სპეციალური პროგრამა და პოლიტიკა, რომლითაც უნდა წავახალისოთ მომავალში ჩვენი სტარტაპები, ჩვენი ეკოსისტემა. უკვე მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და ვფიქრობთ, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობები, რასაც მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)