|
2020-06-17 10:43:28, 1716 ნახვა
ეკონომიკა
ექსპორტის ხელშეწყობის ახალი ინიციატივები და ონლაინ შოურუმები ქართველი დიზაინრებისთვის
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და ეკონომიკური კვლევის პოლიტიკის ცენტრის მხარდაჭერით, სასტუმრო „სტამბას“ ამფითეატრში ერთობლივი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა საქართველოში რეგისტრირებულ დიზაინერებთან. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა ახალი ინიციატივა, კერძოდ ონლაინ შოურუმებში მონაწილეობის ხელშეწყობის მოდელი, რაც პანდემიის დროს საერთაშორისო შოურუმების ეფექტურ ალტერნატივად განიხილება. ამასთანავე, აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სააგენტოს მიერ შემუშავებული დიზაინერების შერჩევის კრიტერიუმების და თანადაფინანსების დოკუმენტის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე, საქართველოში მოღვაწე დიზაინრებმა საკუთარ ხედვები და საჭიროებები გაუზიარეს სააგენტოს წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობაა, რადგან აღნიშნული სექტორი საკმაოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)