|
2020-06-15 12:57:08, 1818 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - როცა გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი, ვისთანაც საჰაერო მიმოსვლას აღადგენს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია საჰაერო მიმოსვლას აღადგენს. მისი თქმით, ევროკავშირს საერთაშორისო მოგზაურების რეგულირების საკითხი ჯერჯერობით შემუშავებული არ აქვს. „ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და მათ შორის გერმანია, რომელმაც თქვა, რომ არათუ მესამე ქვეყნებს არ გაუხსნის საზღვარს, არამედ გაახანგრძლივა ზოგადად, საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე, არ მოიაზრებს არათუ მხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ზოგადად, გერმანიის მიდგომა ტურიზმთან მიმართებაში ბოლომდე ეფუძნება თვის ბოლომდე შიდა ტურიზმს, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი მხრიდან გამოხატული ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალაინ მაღალია და ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის და შესაბამისად, ევროკავშირის და იქნება გადაწყვეტილება და პრინციპი გერმანიის, ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება საერთაშორისო მოგზაურების, საქართველო, მისი დღევანდელი პოზიციონერიბით და უსაფრთხოების ინდექსით იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და შესაბამისად, ტურისტული ნაკადები, თუმცა განვმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს კრიტერიუმები და რეგულაციები ჯერ კიდევ ევროკავშირსაც არ აქვს შემუშავებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)