|
2020-06-10 11:15:13, 3052 ნახვა
ეკონომიკა
გახარია - მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ექსპორტი შეაჩერეს
მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით შეაჩერეს ექსპორტი. ასე მარტივად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს ,რომ ექსპორტი დამთავრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, კერძოდ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვერდის დროს განაცხადა. გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შუძლია რაღაც მიმართულებით არამარტო გამოკვებოს მოსახლეობა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. „მართლა რთული პერიოდია. რთულია ადამიანს აუხსნა რომ ეპიდემია ძაან დიდი რისკია, ასეთ ამინდში რეგიონში ბევრი სხვა გამოწვევა გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეპიდემია ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე არაა. ახლა თუ რამეს ვაკეთებთ და რაღაც შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ. აქ უნდა გვესმოდეს,რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ. ყველამ ნახა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს როგორც კი კრიზისი დაიწყო, რაღაც პროდუქტებზე მარაგების შევსება მოუწია. რადგან მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით შეაჩერეს ექსპორტი. ასე მარტივად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს ,რომ ექსპორტი დამთავრდა, ამიტომ ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შუძლია რაღაც მიმართულებით არამარტო გამოკვებოს არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. არაა ეს მარტივი, ზოგან წლის პრობლემა, ზოგ ადგილას ცოდნის პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)