|
2020-06-09 11:49:11, 2373 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და მისი პერსონალი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებში ერთ-ერთი პირველი ჩაერთნენ. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციების პერიოდში სააგენტო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა და თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა აუცილებელი პროდუქციით ქვეყნის უწყვეტ მომარაგებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მაღალპროფესიული საქმიანობისთვის. პარტნიორ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო გადაზიდვების ნებართვების შეუფერხებელი გაცემით, სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანას შეფერხების გარეშე, რითაც ქვეყანაში საჭირო პროდუქციასთან დაკავშირებით დეფიციტი არ შექმნილა. მთავრობის ანტიკრიზისული უწყებათაშორისი საბჭოს საპრევენციო გადაწყვეტილების შესაბამისად, სააგენტომ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, სახმელეთო გზით საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლებისთვის რუსთავსა და ფოთში თვითიზოლაციის სივრცეები - ტირპარკები მოაწყო. აღნიშნული სივრცის გამოყენება შეეძლოთ მძღოლებს, რომელთაც არ გააჩნდათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა და სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ეძლეოდათ, ესარგებლათ მათვის საჭირო ინფრასტრუქტურით ყოველგვარი საფასურის გარეშე. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოს საზღვარზე შემოსული ყველა მძღოლის მონიტორინგს მათი გადაადგილების შესახებ. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია, სააგენტოს აქტიური ჩართულობა საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლების ბულგარეთიდან ჩარტერული ავიარეისით დაბრუნების პროცესში, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის განმავლობაში გამოჩენილი ეფექტური საქმიანობისთვის და მაღალი დონის პროფესიონალიზმისთვის", - განაცსადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)