|
2020-06-07 12:28:52, 3437 ნახვა
სამართალი
კვიციანი დოლაბაურის ქუჩაზე მცხოვრებ ომის ვეტერანის სახლში ნებართვის გარეშე შეიჭრა
"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანსა და ერთ-ერთ ოჯახს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვიციანი იმ საცხოვრებელ სახლში მივიდა, რომელიც მას წლების წინ ეკუთვნოდა. დეპუტატი აცხადებს, რომ სახლი მას ეკუთვნის, თუმცა ტერიტორია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ვეტერანის მეუღლის, ნინო მეტრეველის თქმით კი საცხოვრებელი ფართი პრეზიდენტმა ომარ მეტრეველს, დამსახურებების გამო, 2006 გადასცა. „ნასვამ მდგომარეობაშია, კადრებიცაა. სახლში გვაქვს ორდერი, სადაც წერია, რომ ომარ მეტრეველს და მის ოჯახს ეძლევა უფლება ამ სახლში ცხოვრების. ჩემს ოჯახთან რა პრეტენზია აქვს. ჩვენ არ წაგვირთმევია არავისთვის არაფერი", - აცხადებს ნინო მეტრეველი. ის ისან-სამგორის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. პოლიციაში არ გამოჩენილა თავად ემზარ კვიციანი. მოგვიანებით ინციდენტს დეპუტატი "ფეისბუქზე“ გამოეხმაურა. “გადავიღე წინასწარ ჩემი სახლის ყველა კუთხე, რომელიც ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა, ვიდრე კოდორს გაყიდდნენ, გადასცეს ზონდერ მეტრეველს! დღეს მივედი სულების მოხსენიების დღეს იქ, საიდანაც დედა გავასვენე და დამხვდა სუს-ის მიერ გათამამებული ჯგუფი!” - წერს ემზარ კვიციანი.
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)