|
2020-06-07 10:29:25, 3172 ნახვა
ეკონომიკა
პირველი ივლისისთვის საქართველოს აეროპორტები გასახსნელად ემზადებიან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომლებიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა. „ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრ-ნახევრიანი დისტანციის დაცვა“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. თამარ არჩუაძის განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება, აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ. „ჩაფრენის აეროპორტში კი, მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც გაემგზავრებიან“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ. კორონავირუსთან დაკავშირებით, აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე. ეკიპაჟის წევრებიც აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, როგორიცაა ნიღაბი, სათვალე ან დამცავი ფარი, ხელთათმანი. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, უნდა მოხდეს უნიფორმის ყოველდღიურად შეცვალა და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად ერთჯერადი დამცავი ხალათებია შეთავაზებული. შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან/და თერმოსკრინინგი დაკალიბრებული ხელსაწყოს მეშვეობით, რათა სამუშაოს დაწყების წინ/გამგზავრების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების (37.5 გრადუსი და მეტი) დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს. რეგულარულად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების გაკეთება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით; უზრუნველყავით ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ) დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით ყოველ ორ საათში ერთხელ; მგზავრებს შორის (გარდა ოჯახის წევრებისა) უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანცია (არა უმცირეს 1.5 მეტრი), განსაკუთრებით, რეგისტრაციის, საავიაციო უშიშროების შემოწმების, საზღვრის კვეთის, თვითმფრინავში ჩასხდომის და მოცდის (მოსასვენებელი ადგილები) პროცესში; მგზავრები/მომსახურე პერსონალი დაუშვით მხოლოდ დამცავი ნიღბით (გამონაკლისი შეიძლება იყოს ექვს წლამდე ბავშვი); მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით – დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი; მომსახურე პერსონალი აღჭურვეთ შესაბამისად ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით: ნიღაბი (ოთხსაათიანი ინტერვალით), სათვალე ან დამცავი ფარი და ხელთათმანი“, – წერია დოკუმენტში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)