|
2020-05-28 16:15:22, 1445 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის
ეროვნული ბანკი ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ტესტირებისთვის რეგულირების ლაბორატორიას ქმნის, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება დაამტკიცა. რეგულირების ლაბორატორია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შიდა ტესტირებების შემდეგ, რეალურ რეჟიმში, გამოსცადონ თავიანთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები. „დებულება სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ბაზარზე გამოცდის და სწრაფი დანერგვის ხელშეწყობას, პოტენციური სისტემური რისკების დროულ იდენტიფიცირებას, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაძლო ცვლილებების საჭიროების გამოკვეთას ისახავს მიზნად. რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას. თითოეულ ეტაპზე ტესტირების მარტივად შეწყვეტა უნდა იყოს შესაძლებელი. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ინსტრუმენტებში ასახვის საკითხს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის ფონზე ალტერნატიული, დისტანციური და უკონტაქტო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რეგულირების ლაბორატორია ფინანსურ სექტორს საშუალებას აძლევს მოახდინოს სერვისების მიწოდების არხების სწრაფი დივერსიფიცირება, რათა არ შეფერხდეს ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაიზარდოს მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრადობა და სტაბილურობა“, - წერს სები. მათი ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა განიხილოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების განაცხადები ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. „განმცხადებელს შეუძლია ეროვნულ ბანკს ზედამხედველის საშუალებით მიმართოს. ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ფინანსური ინოვაციების ოფისს. რეგულირების ლაბორატორიის შესახებ დებულება კი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და მათი 19 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილია, იგი უკრაინაში რუსების მხარეს ომობდა
პოლიციამ 40 კილომდე ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება 14 მილიონი ლარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)