12:04 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 16:24:45, 1430 ნახვა

სამართალი
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა

ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა.

საქმე ეხება სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიასა და საკრებულოს დეპუტატს შორის მომხდარ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

როსტომ ზარანდიას მტკიცებით, დეპუტატმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბათლომე შელია გამოძების მიკერძოებულოაზე საუბრობს. მისი განმარტებით სამართალდამცველებს რეალური მიზეზი არ აინტერესებთ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მის მიმართ პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განცხადება გააკეთა.

„ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში, ის წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ და მას აქვს მართლა ძალიან მრავალმხრივი ბიოგრაფია, მათ შორის პოლიტიკური და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი, მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისათვის, რომ ქართული ოცნება და მათი პროკურატურა მას მოექცეს ველურად. ისევე როგორც მათი სტილია ეს, მე მაქვს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ძიუდოისტი „ჩამიდეს“ და დამაბრალეს რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი, დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება ეს სიტუაციაც. საქმე ის არის, რომ არავის ამის აღარ ეშინია. რაც არ უნდა ბრალდებები დაკიდო კისერზე ადამიანს, რაცარუნდა შეაშინო პროკურატურით და ა.შ. სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. ის ორმაგი სტანდარტი რაც არის დამკვიდრებული, რომ თავისიანებს არაფერი და კანონის სრული სიმკაცრე უნდა შეეხოს მარტო ოპოზიციას, ბუმერანგივით მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“, ამიტომ არაფერს ეს არ შეცვლის გარდა იმისა, რომ დააზიანებს საერთაშრისო რეპუტაციას ქართული ოცნების და თვითონ ქართულ ოცნებას დააზიანებს, ეს მათი არჩევანია და ბათლომე შელია ამით არაფერს დაკარგავს“ , - განაცხადა გიგი უგულავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
კალაძე - საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა
პაპუაშვილი აუსტრევიჩუსის განცხადებაზე - ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს მოვისმენთ
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics