|
2020-05-24 14:16:37, 1664 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი
თბილისის საქალაო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაოდ 100 ათასი ლარი შეუფარდა, - ამის შესახებ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სპორტსმენს გიორაოს გადახდისთვის 30-დღიანი ვადა მიეცა და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას სწორედ თანხის გადახდის შემდეგ შეძლებს. „სასამართლომ გაიზიარა ნაწილობრივ ბრალდების მხარის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმალვა. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა ფაქტს რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი ვადასტურებ, თუმცა ფიზიკურად ძალადობის შესახებ თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე, შესაბამისად ბრალდება წარდგენილია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ. გამოძიება გრძელდება. მიმდინარე წლის 16 ივლისს ჩაინიშნა წინასაასამრთლო სხდომა და ბრალდების მხარე ამ დრომდე მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას და წარადგენს მას“, - განაცხადა ნათია გურულმა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)