|
2020-05-23 10:03:22, 1581 ნახვა
ეკონომიკა
აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერთა რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40%-ით მეტია
გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო რისკების პრევენციის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად ჩაერთონ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. აპრილის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 7990-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია. დაზღვეულია 7,544 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 74 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებით, აგროდაზღვევის პროგრამა სამწლიანი გახდა მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში. ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან პოლისის ღირებულების თანამონაწილეობა კვლავ 70%, ხოლო ვაზზე - 50% -ია. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბენეფიციარი, რომელსაც სურს, პროექტში ჩაერთოს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრშიც. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ფუნქციონირებს. დღემდე, პროგრამის მიმდინარეობის 6 წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა.
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)