|
2020-05-11 15:44:35, 1976 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია - საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში 25 ათასზე მეტი ადამიანს მოემსახურა და ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების
საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში 25 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმროს და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს სერიოზული ციფრია და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. „რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სასტუმრო. სასტუმრო, ბიზნესის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, საკარანტინო ზონებად გამოვიყენოთ ის, ვისაც ამის სურვილი ექნება. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვებიც, შეშფოთებებიც და გაურკვევლობაც იყო, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული, კონკურენტული უპირატესობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელების და გადაცემის რისკი. „ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ თქვენ, ყველა სასტუმრო ბიზნესიდან ხართ და გესმით, რომ ბევრი პროცესებია სასტუმროში და ყველგან საჭირო არის შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც თქვენ, გინდათ, თუ არა, იქ, სადაც საკარანტინო ზონები იყო, მოგიწიათ და ისწავლეთ. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა , მსოფლიოს არცერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება, ასე სისტემურად, პირველივე დღიდან არ აქვს. შემდგომ, ბოლო პერიოდში, ზოგიერთებმა დაიწყო ამის გამოყენება. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაც ამით ძალიან დაინტერესებულია. ჩვენ ახლა ინფორმაციას ვცვლით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)