|
2020-05-11 14:54:39, 2163 ნახვა
ეკონომიკა
uHack სოფლის განვითარებისთვის: ტურიზმი და დასაქმება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოგიდგენთ ჰაკათონს "uHack სოფლის განვითარებისთვის", რომლის მიზანია, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს გააერთიანებს. ჰაკათონი 5 -7 ივნისს გაიმართება და მისი თემაა "დასაქმება და ტურიზმი". ჰაკათონის მონაწილეები, მენტორების დახმარებით, 72 საათის განმავლობაში შექმნიან ციფრული პროდუქტის პროტოტიპებს, რომლებმაც უნდა უპასუხოს შემდეგ გამოწვევებს: • როგორ დავეხმაროთ სასოფლო დასახლებებში ტურისტულ სექტორს COVID-19-თან გასამკლავებლად • როგორ შევუწყოთ ხელი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების) დასაქმებას/სამუშაო ადგილების შენარჩუნებას გამარჯვებული გუნდ(ებ)ისთვის პროექტ(ებ)ის განსახორციელებლად გამოყოფილია 20 000 ლარი. პროექტები უნდა განხორციელდეს 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე და უნდა მოიცვას შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან ერთი ან რამდენიმე: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. მონაწილეები აპლიკაციის საშუალებით შეირჩევიან. ჰაკათონზე დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც გუნდებს, ასევე, ინდივიდუალურ მონაწილეებს. გუნდის რეგისტრაციის შემთხვევაში, საჭიროა განაცხადის ფორმის მხოლოდ ერთხელ შევსება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 მაისი. სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3d2VWJn ღონისძიება იმართება ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset.
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)