|
2020-05-11 12:06:31, 2102 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს
აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო. ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი. ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks" გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media") და მას 70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში. გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები, დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია. დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)