|
2020-05-09 16:50:23, 2112 ნახვა
სამართალი
გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი, 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა გუდაურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მ.კ.-ს მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის 6 პირს ბრალდება ორი დღის წინ წარედგინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16 თებერვალს, გუდაურში მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მათ ბრალი ცემის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)