2020-04-27 12:18:11, 1759 ნახვა
საზოგადოება
EMC მთავრობას ანტი-კრიზისულ გეგმაში სოციალური მხარდაჭერის უფრო სრულყოფილი, მოქნილი და საყოველთაო პოლიტიკისკენ მოუწოდებს
საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც უცხოელი დონორებისა და პარტნიორებისგან მიღებული 3,5 მილიარდი ლარის ეკონომიკურ და სოციალურ საჭიროებებზე გადანაწილებას ისახავს მიზნად. ეკონომიკისა და მეწარმოების მხარდაჭერისთვის 2 მილიარდ 110 მილიონი ლარის გამოყოფა დაანონსდა, რომელიც განაწილდება მოქმედი კერძო სექტორის მხარდაჭერაზე, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის გაზრდასა და ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე. მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი მოხმარდება. გეგმის სოციალური ნაწილი მოიცავს კორონავირუსის კრიზისის პირობებში დაზარალებული იმ ადამიანების და შინამეურნეობების საჭიროებებს, რომლებიც:
მნიშვნელოვანია, რომ ანტი-კრიზისული გეგმა მკვეთრად გაზრდილი საჭიროებებისა და მრავალმხრივი სოციალური რისკების არსებობას არ უარყოფს. მისასალმებელია, რომ მიზნობრივი დახმარების ჯგუფები რამდენიმე ძირითად მოწყვლად ჯგუფს მოიცავს და მხოლოდ ფორმალურ სექტორებში ჩართული დასაქმებულებით არ შემოიფარგლება. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური სექტორი და თვითდასაქმებულები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან და სახელმწიფო პოლიტიკა მათ ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც წესი, არ ითვალისწინებს, დღეს ისინი დაანონსებული სოციალური პაკეტების მიმღებთა შორის მოხვდნენ, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მისასალმებელია ისიც, რომ ხაზი გაესვა სოციალური პროგრამების მოქნილობის აუცილებლობას. არსებული სოციალური დაცვის სისტემები თვალშისაცემ პროცედურულ ბარიერებს შეიცავს, რაც ბენეფიციართა ნაწილისთვის დახმარების მიღებას აჭიანურებს, ართულებს ან შეუძლებელს ხდის. მიზნობრივმა ჯგუფებმა ანტი-კრიზისული გეგმით გათვალისწინებული და ამ გეგმის გარეთ მოქმედი სოციალური დახმარებები მაქსიმალურად მარტივად და დაუბრკოლებლად უნდა მიიღონ. შესაბამისად, არსებითია, რომ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური დაცვის სისტემის გადახედვის შესახებ, ხოლო ამ სისტემაში ცვლილებების შეტანამდე, არ იქნას გამოყენებული სოციალური შემწეობების შეჩერებისა და შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. თუმცა, ბუნდოვანია, რა ეკონომიკურ მოლოდინებს ეფუძნება მიზნობრივი ჯგუფების ზომებთან დაკავშირებული გათვლები. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ თვითდასაქმებულთა შემთხვევაშია - მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება დაახლოებით 250,000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800,000 ადამიანია. თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, კითხვები ჩნდება, თუ რამდენად ადეკვატურია არაფორმალურად დასაქმებულების თუ თვითდასაქმებული ადამიანების მიმართ შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი მხარდაჭერის პაკეტი მაშინ, როდესაც მათ და მათ ოჯახებს კრიზისის შედეგად შეუწყდათ დღიური სარჩო და დღეს შესაძლოა მათი სოციალური სტატუსი უკიდურესად გაუარესდეს. ასევე, დაქირავებით დასაქმებულებისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური 200 ლარი არსებულ საარსებო მინიმუმს, რომელიც თავის მხრივ ხარვეზიანი მეთოლოგიითაა დაანგარიშებული და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამა, მნიშვნელოვნად არ აღემატება. ეს გვაფიქრებინებს, რომ დაანონსებული შემწეობა არსებული საჭიროებების სრულყოფილ შეფასებას არ ეფუძნება. გეგმა ითვალისწინებს თვიურ 200 ლარს, ასევე, “დაქირავებით დასაქმებულ პირთათვის”, რომლებიც “გაუშვეს უხელფასო შვებულებაში.” ე.წ. “იძულებით აუნაზღაურებელ შვებულებაში” დასაქმებულთა გაშვება შრომის კოდექსში არარსებული, უკანონო პრაქტიკაა, რომელმაც ეპიდემიის პირობებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო გეგმაში ამ პრაქტიკით დაზარალებულ პირთა მოხვედრით სახელმწიფომ უნებლიედ ან ირიბად არ შეუწყოს ხელი ამ პრაქტიკის ნორმალიზებას. ამ პრაქტიკის ნორმალიზება წინააღმდეგობაში მოდის დასაქმებულთა ხელფასების შენარჩუნებისკენ მიმართულ ისეთ წამახალისებელ ზომას, როგორიცაა დამსაქმებელთათვის საშემოსავლო გადასახადის ტვირთის შემსუბუქება, რადგან დამსაქმებელს უბიძგებს ფინანსურად უფრო ხელსაყრელი ნაბიჯისკენ, სამუშაო ძალის შენარჩუნება ხელფასის გადახდის გარეშე სცადოს. გასათვალისწინებელია, რომ კერძო სექტორის დასახმარებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსებია მობილილიზებული, თუმცა ბიზნესისთვის დახმარების გაცემა, როგორც ჩანს, არ გულისხმობს ისეთი დათქმების არსებობას, რომლებიც დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავდა. სახელმწიფოს შეეძლო მის ხელთ არსებული ფინანსური და საგადასახადო ბერკეტები იმგვარად მიემართა, რომ დამსაქმებელთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება პრიორიტეტული გამხდარიყო - ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა შემცირებებისთვის თავის არიდებაზე ნაწილობრივ მაინც იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა ამის ნაცვლად ანტი-კრიზისული გეგმა ბიზნესებს უპირობო დახმარებას სთავაზობს.
ერთი მხრივ, მისასალმებელი 600 ლარიანი დახმარება 65 000 დან 100000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის, რომლებიც კრიზისის გამო დამატებითი გამოწვევების წინაშე დადგნენ. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ 65 000-მდე ქულის მქონე შინამეურნეობების მატერიალური მდოგმარეობაც მნიშვნელოვანწილად გაუარესებულია და ანტიკრიზისულ გაგმაში აღნიშნული ოჯახებისთვის დამატებითი შემწეობის გათვალისწინებაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა არაფორმალურ სექტორსა და თვითდასაქმებულებს მოიცავს, რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი მის მიღმა მაინც რჩება. ანტი-კრიზისული გეგმა, რომელიც ამ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს არ ითვალისწინებს ყოვლისმომცველად ვერ ჩაითვლება. კერძოდ, სამწუხაროდ, სამთავრობო გეგმაში არაფერია ნათქვამი უსახლკაროთა შესახებ, რომლებსაც კრიზისთან გამკლავება გაზრდილი რისკების პირობებში უწევთ. ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქუჩაში მცხოვრები პირები კიდევ უფრო მოწყვლადები ხდებიან. მოქმედი რეგულაციებით, მათ არ აქვთ უფლება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მიიღონ საარსებო შემწეობა და მასთან დაკავშირებული, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული, სხვა სერვისები. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნულ ჯგუფებს სოციალური დაცვის სისტემა საერთოდ ვერ ხედავს, უმნიშვნელოვანესია მათი უმოკლეს დროში, პროაქტიური იდენტიფიცირება და მათთვის პირდაპირი მხარდაჭერის აღმოჩენა. ამასთან, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებს (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები). არსებული უმძიმესი გამოწვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს შშმ თემის წარმომადგენელ სხვა ჯგუფებსაც, რომლებიც აღნიშნულ გეგმას არ მოუცვია. ამასთან, აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინოს იმ ბავშვების საჭიროებები, რომელთათვისაც, ქვეყანაში არსებული რეგულაციებით არ ხდება შშმ სტატუსის მინიჭება. არსებითია, სახელმწიფომ დააიდენტიფიციროს ეს არასრულწლოვნები და შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა თანასწორად უზრუნველყოს მხარდაჭერით. ასევე, ბუნდოვანია, Რრამდენად ითვალისწინებს ანტიკრიზისული გეგმის სოციალური ნაწილი იმ ოჯახების თუ პირების მხარდაჭერას, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ უცხოურ გადმორიცხვებზე თუ შიდა მხარდაჭერით პრაქტიკებზე, ხოლო პანდემიის პირობებში დამდგარმა სოციალურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ამ შემოსავლის გარეშე დატოვა. Მმაგალითად, თებერვალი-მარტი ფულადი გზავნილები სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემცირებულია გზავნილები იტალიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, ხოლო ეკონომიკური კრიზისის გამო და უმუშევრობის ზრდის ფონზე დამდგარი ფისკალური კრიზისი ამცირებს ოჯახებსა და ნათესავებს თუ ახლობლებს შორის ფინანსური სოლიდარობის შესაძლებლობას. Შესაბამისად მნიშვნელოვანია დამატებითი განმარტებები გაკეთდეს იმაზე, თუ რა ბედი ელით დაქირავებით დასაქმებისა თუ არაფორმალური შრომის მიღმა დარჩენილ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა დღეს განსაკუთრებული ფინანსური საჭიროებები ედგეთ. გეგმაში არაფერი თქმულა არც მიკროსაფინანსოების თუ კერძო მევახშეების მიერ დაზარებულები მოქალაქეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიზნესს სესხების გადავადებასა და რესტრუქტურიზაციაში დახმარებას სთავაზობს, მტაცებლური დაკრედიტების გამო დაგროვებული დავალიანების შემთხვევაში მოქალაქეთა დასახმარებლად მსგავსი ზომები არ დაანონსებულა. ანტი-კრიზისული გეგმა კითხვებს აჩენს დაგეგმილი ზომების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე, რა დოკუმენტაციითა და პროცედურების გავლით შეძლებენ ბენეფიციარები სხვადასხვა ანტი-კრიზისულ სოციალურ პროგრამებში მოხვედრას. ეს გამოწვევა, განსაკუთრებით, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს შეიძლება შეეხოს, მათი მხრიდან შემოსავლის დაკარგვის ფაქტის დამტკიცების სირთულიდან გამომდინარე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის იმპლემენტაცია მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს და დახმარების მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ საზოგადოების, მათ შორის განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების, სათანადო ინფორმირება მოხდეს. ანტიკრიზისული გეგმების გრძელვადიან სოციალურ სამართლიანობას დიდწილად ის პირობები განსაზღვრავს, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფულადი რესურსების მობილიზება შეძლო. აუცილებელია, ფართო საზოგადოებამ იცოდეს მობილიზებული თანხების რა ნაწილია დამატებითი საგარეო ვალი, რომელიც მომავალი წლების მანძილზე საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება. საქართველოს მთავრობამ უნდა განმარტოს, როგორ გადანაწილდება ის დამატებითი ფისკალური ტვირთი, რომელიც ანტი-კრიზისული გეგმის დასაფინანსებლად შეიქმნა და რამდენად მოხდება ეს, მაგალითად უნივერსალური ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლების და სოციალური ბიუჯეტის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ხარჯზე. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), პოლიციამ პარლამენტის ირგვლივ ქუჩები ჩაკეტა, რუსთაველზე ოთხი კარავი გაშალეს - ვიდეო
ბუღაძე - ქართველი ხალხი არ იღებს ამ ქურდობას და არ აძლევს ლეგიტიმაციას ივანიშვილის ბანდას
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს [ვიდეო]
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 730 740-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პაპუაშვილი - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება - სხდომა 12:00 საათზე დაიწყება
მთავარი თემა
|