01:28 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 16:52:12, 2287 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ანტიკრიზისული გეგმა არის ფართო და ყოვლისმომცველი, რადგან შეეხება ყველა დაზარალებულ კატეგორიას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმა არის ფართო და ყოვლისმომცველი.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმით დახამარებას მიიღებს ყველა დაზარალებული კატეგორია.

„ანტიკრიზისული გეგმა არის ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი. გეგმა შეეხება პრაქტიკულად ყველა დაზარალებულ კატეგორიას. ვეხმარებით ადამიანებს ვინც მუშაობს იმისთვის, რომ უფრო მეტად იყონ დაზღვეულები, რომ არ დაკარგავენ სამუშაო ადგილებს მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს გაუჭირდათ. ვეხმარებით მათ, ვინც მაინც დაკარგა სამუშაო, რათა გადაიტანონ იოლად ეს რამდენიმე თვე და შემდეგ შეძლონ კვლავ ჩაერთონ ეკონომიკაში, როდესაც ჩვენ ამოვქოქავთ ეკონომიკას. ვეხმარებით თვითდასაქმებულების კატეგორიასაც კი. ვეხმარებით იმ კატეგორიებს, ვისაც ყოველთვის უფრო მეტად უჭირდათ და მოწყვლადები არიან და აეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანი ოჯახები, პენსიონერები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics