|
2020-04-24 14:41:59, 2261 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი - მეწარმეებს 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი დღგ-ს სახით დაუბრუნდებათ
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეებთან მიმართებაში ამოქმედდება დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი და ამასთან, მათ 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი დღგ-ს სახით დაუბრუნდებათ. მისი თქმით, ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა. „მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზეც. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ახალ სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს კერძო სექტორი. თუმცა, დღეს სამწუხაროდ, საუბარია ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ამიტომ, მეწარმეების ეკონომიკის და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კრიზისულ პერიოდში. ეს არ არის ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისული გეგმა. ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ . ამასთან ერთად, ჩენ გადავწყვიტეთ, რომ წელს მომავალი 1 წლის განმავლობაში დამატებითი 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნეს დღგ-ს სახით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)