|
2020-04-22 16:25:01, 2743 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. „სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 20 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომლის ბ.ნ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომლის ბ.ი.-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. საქმეზე ჩატარებული ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის - მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა. საქმეზე ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა სახის აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ასევე კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბ.ნ-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)