|
2020-04-21 11:32:23, 2343 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტით შემცირდა
2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. აქედან ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარს (1.4 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარმარტში, 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტია. ამავდროულად, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (121.9 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (99.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (91.2 მლნ. აშშ დოლარი). ასევე, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (348.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (210.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (184.3 მლნ. აშშ დოლარი). „2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (402.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (306.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (301.4 მლნ. აშშ დოლარი). 2020 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 159.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 127.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.2 მლნ. აშშ დოლარით (7.5 პროცენტი)“, - ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში. აღსანიშნავია ისიც, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 173.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.7 პროცენტი შეადგინა. „მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 150.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები 135.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი)“, - განაცხადეს საქსტატში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)