|
2020-04-16 17:17:11, 2701 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იდეების კონკურსს იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსს აცხადებს. იდეების კონკურსში მონაწილეობა ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განაცხადების მიღება 29 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, გამარჯვებულები კი 1 მაისს გამოვლინდებიან. გამარჯვებულ იდეას/იდეებს ახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გამარჯვებული იდეის/იდეების ავტორები მიიღებენ დაფინანსებას, რომლის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს. COVID19-თან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე ბიზნეს სექტორის გამართული ფუნქციონირებისათვის კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისად ეტაპობრივად უნდა გაიარონ შემოწმება, რათა მუშაობის აღდგენის ნებართვა აიღონ. იდეების კონკურსის დახმარებით სახელმწიფო შეძლებს ინოვაციური გადაწყვეტილებებით გაამარტივოს ნებართვების გაცემის პროცესი და შეიქმნას შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/2xBuDGN
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)