|
2020-04-09 18:15:25, 2480 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბოლო წლებში ძალიან დამაჯერებელი და ეფექტიანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და დიპლომატების მიერ საქართველოს მთავრობისა და ხალხისადმი გაგზავნილი ღია წერილის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, სწორედ ამ ეფექტური რეფორმების წყალობით ჩვენი ეკონომიკა მომზადებული შეხვდა ამ ახალ გლობალურ გამოწვევას. ნათია თურნავას განმარტებით, მსოფლიო პანდემიის დაწყებამდე, საქართველოს ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და გასულ წელს რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ამ წლის იანვრში, როდესაც მსოფლიოში უკვე გავრცელებული იყო კორონავირუსი, ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით იზრდებოდა და იანვარში 5,1%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. „ეს გლობალური გამოწვევა იმდენად დიდია, რომ რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. მაგრამ აქამდე გატარებული და მიმდინარე რეფორმები დონორთა საზოგადოებას, ჩვენს საერთშორისო პარტნიორებს აძლევს იმის საფუძველსა და შესაძლებლობას, რომ დიდი იმედები დაამყარონ იმაზე, თუ რამდენადაც ეფექტურად ვმართვთ კორონავირუსის გამოწვევას ახლა, იმდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარებით დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რასაც ჩვენი ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში აჩვენებდა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, აქედან გამომდინარე, დონორები დამაჯერებლად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთდ გადავლახავთ ამ ეკონომიკურ და ეპიდემიოლოგიურ გამოწვევას და მზად არიან ჩვენი გვერდში დგომისა და დახმარებისთვის. როგორც საერთშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და დიპლომატების მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ. ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დაიმსახურა საერთაშორისო შექება. დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება. ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)