|
2020-04-08 16:24:32, 2614 ნახვა
ეკონომიკა
ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის, 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა, 45 დღით გახანგრძლივდება
ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება, - ამასთან დაკავშირებიტ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ 30 ივნისამდე. „COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ წლიურ ანგარიშს ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულ საწარმოებსა და აუდიტორებს მოუწოდებს იხელმძღვანელონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მითითებებით. დამატებით შეგახსენეთ, რომ 2020 წლიდან ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის ანგარიშგების "ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდა. აღნიშნულის ფარგლებში, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. აღნიშნული ცვლილება ასევე 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშს შეეხება. დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს განახლებული ბრძანება №78/04-ის და 2012 წლის 14 თებერვლის განახლებული ბრძანება №35/04-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ შემდეგ მისამართზე:
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)