07:47 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 11:33:09, 1797 ნახვა

ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - ახალი რეგულაციები დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა

„ყველა მეზღვაურის საბუთი, იქნება ეს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი თუ მეზღვაურის წიგნაკი, რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ავტომატურად ჩაითვლება 6 თვის ვადით გაგრძელებულად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის ოფიციალურად მომართვის გარეშე“, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ახალი რეგულაციების კომენტირებისას განაცხადა, რომლებიც ქართველი მეზღვაურების ინტერესების დაცვისკენაა მიმართული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა რეგულაციები, რომლის თანახმადაც COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 6 თვით გადავადდა როგორც უკვე მოქმედი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტების ვადიანობა, ასევე ავტომატურად იქნება გაგრძელებული 6 თვის ვადით გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ.

ამ და სხვა რეგულაციების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სამდივნოს, რომლის მეშვეობით აღნიშნული ინფორმაცია დაიგზავნება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში.

თამარ იოსელიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შედეგად საერთაშორისო საზღვაო სფეროში ერთ-ერთ უმწვავეს გამოწვევად მეზღვაურთა გემზე შეცვლის პროცესი რჩება. მისი თქმით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მეზღვაურები გამოცხადდეს ე.წ. "ძირითად პროფესიად" (key workers), რომელზეც შეზღუდვები არ იმოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, ძირითადმა ხაზებმა და უმსხვილესმა კომპანიებმა ეკიპაჟის ცვლილების პროცესი მაისის ბოლომდე შეაჩერეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებები არ შეილახოს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბუთების ვადა 90 დღით გაეგრძელებინა იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც გემზე არიან და შექმნილი მდგომარეობის გამო გაუგრძელდათ კონტრაქტი და/ან ვერ ახერხებდნენ გემიდან ჩამოსვლას. ახალი რეგულაციები ასევე დაეხმარება ქართველ მეზღვაურებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics