19:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 09:21:43, 1478 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალგაზრდა ინოვატორებს შეხვდა, რომელთაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქციაზე თავიანთი ინოვაციური იდეები წარმოადგინეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ჩატარებული კორონათონის ფარგლებში მონაწილეებმა საკმაოდ ბევრი კრეატიული იდეა და პროექტი წარმოადგინეს.

„მათ შორის „ედისონ ტექმა" შემოგვთავაზა ძალიან საინტერესო იდეა პორტატული სასუნთქი აპარატის გაუმჯობესებისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით. პოტენციურად, აპარატის ასეთი პორტატული გაუმჯობესებული  ვერსია  შესაძლოა იყოს ძალიან საინტერესო გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, დახვეწონ პირველი პროტოტიპი, რათა დადებითი დასკვნები მიიღონ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, მედიკოსებისგან და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ეს დანადგარი იქნება საინტერესო, მოთხოვნადი და ასეთ შემთხვევაში წარმოებაშიც დავეხმარებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა ეკუთვნის ჯგუფს, რომელმაც ელექტრონული პირბადის ვერსია წარმოადგინა, რომელიც ულტრაიისფერის სხივების გამოყენებით ახდენს ადამიანის ვირუსებისგან დაცვას და სხვა დამატებითი ფუნქციებიც გააჩნია.

„ძალიან საინტერესო გამოგონებაა, თუმცა აქაც საჭიროა მისი დახვეწა და შესაბამისი დასკვნები, რომ დადასტურდეს შესაძლებელია თუ არა მისი სერიულად ჩაშვება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად,  სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში მხარში უდგას ინოვაციურ გამოგონებებს.

„უნდა ითქვას, რომ კორონავირუსმა, რომელმაც უდიდესი გამოწვევები შექმნა მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, ასევე გარკვეული შესაძლებლობების სტიმულირება მოახდინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდა ინოვატორების მხრიდან", - დასძინა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics