|
2020-04-03 14:32:54, 1726 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერი - თანამდებობის პირები ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ
მინდა, გამოვეხმაურო გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - „დემოკრატიული საქართველოს“ მიერ იქნა გაჟღერებული. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხავთ ხელფასის 1/3-ს. ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და კითხულობდა, თუ როგორ შეეძლო მიეღო მონაწილეობა, რათა გაეწია დახმარება იმ ოჯახებისთვის, ვისაც დღეს ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენ ყველა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, რომელიც არის რთული, მომაკვდინებელი და რაც ყველაზე მძიმეა, ის არ ჩანს - მას კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გავითავისოთ ყველა ის რჩევა და გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად. ყოველი ჩვენგანი, ყოველდღიურად შრომობს და იბრძვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ჩვნ გვყავს ასეთი ოჯახები და საკმაოდ საინტერესო პროგრამები წამოვიწყეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგებლებს, რიგით მოქალაქეებს, ვინც ჩართულია ამ ღონისძიებებში და ერთად ვეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად ჭირდება. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანაგუნდელს და მხარდამჭერს, ვისაც ამისი შესაძლებლობა გააჩნია, შეუერთდეს სოლიდარობის ამ აქტს; ერთად ვიბრძოლოთ პანდემიის წინააღმდეგ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების დახმარებაში, ვისაც შექმნილ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენი გვერდში დგომა. დარწმუნებული ვარ, სახელისუფლებო გუნდის ერთიანი, სწორი და ეფექტური ქმედებებით, ჩვენი საზოგადოების სოლიდარობით და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ამ გამოწვევას ძალიან მალე და მინიმალური ზიანით დავძლევთ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)