|
2020-04-02 14:41:56, 960 ნახვა
კომენტარი
თურნავა - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ მოსახლეობის სასურსათო კალათზე
„მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, - ამის შესახე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა მისი თქმით, ეს არის ძალიან რთული ამოცანაა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. „მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისის ზემოქმედება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურსთაშორისი სხვაობის ზეგავლენას ეხებოდა ეკონომიკურ პროცესებზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა დაიწყო იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შერბილებულიყო მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. „იცით, რომ ამას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, რადგან გლობალური პროცესების გამო ტურიზმი შეწყვეტილია, ექსპორტი გართულებულია და ამას წინ ვერ აღვუდგებოდით, მაინც მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასურსათო კალათზე", - განაცხადა მინისტრმა. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, შემდგომში, იგივე მიდგომა იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე „როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტულ აღმშენებლობას და პროექტებს, რომლებიც არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთაშორისი სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე და სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე", - აღნიშნა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპზე, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის კრიზისული საგანგებო ვითარების რესურსი და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ნათია თურნავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტებიც მეტწილად იძლევა გარკვეული რეზერვების ამოქმედების საშუალებას.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)