03:47 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 14:24:45, 1945 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული

ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათი ათურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმია და გამკაცრებული ზომები  გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. უნდა გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ.

„ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ კვლავაც ეფექტურად ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. აქედან გამომდინარე, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი და გამკაცრებული ზომები  გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. პირველ რიგში, ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, იმავე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომელმაც განსაზღვრა სისტემაშემადგენელი და მსხვილი კომპანიები, ასევე ცალკეულ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას  საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

„პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლანების, ასევე ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველა ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics