|
2020-04-01 15:04:07, 2319 ნახვა
ეკონომიკა
ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მოწყობას, ორგანიზებას და ოპერირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა" და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" გადანაწილდნენ. სადაც საკარანტინო ზონებია შექმნილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას" სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის," ხოლო ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის" საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობისთვის მადლობას უხდის. „31 მარტს, ღამით საქართველოში ჩამოფრინდა ამსტერდამი-თბილისის გეგმიური რეისი და საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. თითოეული მათგანი ახლად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადავიყვანეთ, სადაც 14 დღე მოუწევთ გატარება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ სასტუმროების მფლობელებსა და მმართველებს,რომლებმაც სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის უსასყიდლოდ დაგვითმეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს საკარანტინო სივრცეების მოძიებას და შემდეგომ მართვას, ამ ეტაპზე ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროსთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. საკარანტინო ზონებში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით და ექიმების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.
ლონდონში დააკავეს კაცი, რომელიც 14 წლის დიშვილს აუპატიურებდა და 20 წელი აქვს მისჯილი
ადვოკატის თქმით, დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარს სცემეს და ბათუმის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)