1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ორგანიზაცია ,,გენი ქართულის’’ 80 - ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახის პატარას უმასპინძლა.
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის ხელშეწყობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს "ვენდის" ამერიკული რესტორანი განსაკუთრებულად ხვდება.
პროექტ Сheck-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები იმართება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მზიურში „მზის ფესტივალი გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა.
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიება გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს თბილისის მერმა უფროს ვაჟთან ერთად ვაკის პარკში მიულოცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი საქართველოში საშა გრაუმანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ.
იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება „იტალიური ფესტივალი 2016“.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საბურთალოს რაიონში ცენტრალური ღონისძიებები ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში გაიმართა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის ინიციატივით რუსთაველის მეტროში გაიმართა გამოფენა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More