|
2016-06-01 16:18:19, 531 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კუმისის #34-ში მდებარე ახლად აშენებულ სკვერში პატარა სტუმრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად სკვერის კედლები მოხატეს. კუმისის სკვერში ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები, ჯამბაზები და სახის მომხატველები ზრუნავდნენ. მათივე ცნობით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა - N26 საჯარო სკოლის წინ ზურაბ ჩიკვილაძემ და რიმა ბერაძემ თანამშრომლებთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი „ზებრა“ გადასასვლელი მოხატეს. „ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენ შევეცადეთ, რომ 1 ივნისი განსხვავებული და სახალისო გაგვეხადა ჩვენი პატარებისთვის. სწორედ მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე სახალისო ღონისძიება ჩავატარეთ, მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი, გავაფერადეთ კედელი სკვერში და იმედია, ეს მხიარული დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ,“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)