TDI-ს დირექტორი „ქართველთა მარშზე“: მარშის მონაწილეები სიძულვილის ენას ავრცელებენ, მათ შეიძლება ძალადობასაც მიმართონ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორის ეკა ჭითანავას განცხადებით, „ქართველთა მარშის“ ჩატარება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში ჯდება, მონაწილეებს აქვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, თუმცა მათ არ უნდა მიმართონ ძალადობას.