2017-07-01 13:39:38, 1964 ნახვა
საზოგადოება
გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება
გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება.
მერიის ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს.
„ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა წყალარინების ქსელი და დაიგება ასფალტის ახალი საფარი“, - აცხადებენ მერიაში.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ. მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან