ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წალკის მუნიციპალიტეტში ავრანლო-გუმბათის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.
საარჩევნო ადმინისტრაცია 2017წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოსსაარჩევნოკოდექსი, მუხლი 44).
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში 8 სექტემბერს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა.
სამშენებლო კომპანია „მეტრო“ ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგან, გიორგი სამანიშვილისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ესტუმრა პოლონეთის დელეგაცია, რომლის წევრებიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მოწყობილ მცირე გამოფენაზე გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს გაეცნენ.
თურქეთის რიგ გუბერნიებში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი ქართველებისთვის მუშაობის ნებართვის მიღება გამარტივდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More