2017-09-10 02:57:35, 2349 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებულია
სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი დაასრულეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთხელ, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი. შემდგომ მონიტორინგს მეტყევეები განახორციელებენ.
პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ავტორი: ,