გიორგი გახარია: საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა მისაღებია და ალბათ, კარგიც არის
„ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთაც“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგერადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.