მანანა კობახიძე: მე-9 მოწვევის პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ
„მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ - დავიკავო რაიმე თანამდებობა, აქვე, ვადასტურებ, რომ უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ნამდვილად იყო შემოთავაზება ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე“, - ამის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.