|
2016-11-12 15:27:35, 1717 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგეენკო: დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერ-მინისტრს
„შიდა კონსულტაციები იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ცალსახად უნდა დავიცვათ ეტიკეტი და პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერ-მინისტრს“, - ასე უპასუხა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას - იქნება თუ არა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თანამდებობების გადანაწილებაზე სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოს ფორმატში კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა თავად ამ პროცესში ჩართული არ არის. „მე ვფიქრობ, რომ კონსულტაციები მიდის, თუმცა მე პირადად ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობ, რადგან მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრთა კაბინეტის, ან საპარლამენტო თანამდებობების წევრები, საზოგადოების ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია, სწორია არ მხრივ, უბრალოდ ყველაფერს თავისი თანამიმდევრობა აქვს და პირველი სიტყვა ამაზე უნდა მივცეთ პრემიერ-მინისტრს“, - აღნიშნა სერგეენკომ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას, მინისტრის თქმით, შეხვედარზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)