მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრ ხავიერ ბეტელს შეხვდა.
„თანამდებობიდან ერთი ჭიკაიძის გაშვება ვერაფერს შეცვლის, მოვა სხვა, რომელიც აბსოლუტურად იქნება შეზღუდული თავის უფლებამოსილებებში“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრტების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „პირველ სტუდიასთან“ საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე მუშაობს და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობა ჩაიდინა.
"ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა მთავარი არ ყოფილა",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანნდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით"ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
„მთელი ხელისუფლება უნდა გადადგეს და ჭიკაიძეს სოლიდარობა ყველამ უნდა გამოუცხადოს“,-ამის შესახებ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ დააკმაყოფილებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More